ნეიმარი რასისტი თავად ყოფილა, "მარსელს" მტკიცებულებები აქვს

AutoSharing Option
პსჟ-ის ბრაზილიელ თავდამსხმელს, რომელიც მის მიმართ რასობრივ შეურაცხყოფაზე აპელირებდა, აღმოჩნდა, რომ "მარსელი" ბრალს რასისტულ საქციელში იქით სდებს.

როგორც El Partidazo de COPE წერს, დაადგინეს, რომ ნეიმარმა შეურაცხყოფა "მარსელის" იაპონელ მცველ ჰიროკი საკაის მიაყენა. წერენ, რომ მატჩის მიმდინარეობისას ბრაზილიელმა იაპონელს "ჩინური განავალი" უწოდა.

მთავარი ის გახლავთ, რომ როგორც წყარო იუწყება, "მარსელს" აქვს მტკიცებულებები, რომლებზეც ჩანს, რომ ნეიმარმა ეს სიტყვები მართლაც წარმოთქვა.

შეგახსენებთ, რომ მატჩის ბოლოს ფეხბურთელებმა ხელჩართული ჩხუბი გამართეს. ნეიმარმა წითელი ბარათი მიიღო, მოგვიანებით კი ალვარო გონსალესი რასიზმში დაადანაშაულა და თქვა,
რომ არგენტინელმა ეს სიტყვები მისი მისამართით წარმოთქვა: "ენას კბილი დააჭირე, ბინძურო მაიმუნო!"

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეიმარი და გონსალესი ერთ ფერზე დგანან თითქმის, რა რასიზმი?
სულ2
23:04 22-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული