ნახევარმცველი რაფინია ალკანტარა "ბარსელონადან" პსჟ-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
27 წლის რაფინიას "პარი სენ ჟერმენმა" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
გასულ სეზონში ის "სელტაში" იყო განათხოვრებული, რომლის რიგებში ლა ლიგის 29 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
რაფინია "ბარსას" აღზრდილია, ესპანეთის სამგზის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.