28 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელ ნეიმარს უნდა პსჟ-სთან კონტრაქტი 5 წლით გააგრძელოს, - იტყობინება Footmercato.
ბრაზილიელს ხელშეკრულების გახანგრძლივება იმავე ფინანსური პირობებით სურს, რომელიც ახლა აქვს - 36 მილიონი ევრო სეზონში. ამის შესახებ მან პირადად უთხრა პარიზული კლუბის პრეზიდენტ ნასერ ელ ჰელაიფის.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეიმარი უკმაყოფილოა, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დაწყებულა. მას პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. მოკლედ, თუ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, ნეიმარი თავის ამჟამინდელ გუნდში 35 წლის ასაკამდე დარჩება.
შეგახსენებთ, ნეიმარი ტრავმირებულია და 3 კვირა მოუწევს
უქმობა.