"მონაკომ" პსჟ-ს საოცარი მატჩი შემოუტრიალა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურში "მონაკომ" პსჟ 3:2 დაამარცხა.

არადა, პირველი ტაიმი პარიზელებმა 2:0 მოიგეს (დუბლი კილიან მბაპემ შეასრულა) და ვინ იფიქრებდა, თუ საბოლოოდ გამარჯვებას მასპინძლები იზეიმებდნენ. შესვენების შემდეგ კევინ ფოლანდმა დუბლით ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს კი სესკ ფაბრეგასმა პენალტით მონეგასკებს გამარჯვება მოუპოვა.

"პარი სენ ჟერმენმა" ჩემპიონატზე უკანასკნელი 5 წლის მანძილზე პირველად წააგო შეხვედრა, რომელსაც 2:0-ს იგებდა.

მბაპემ პსჟ-ში 99 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო 5 ბომბარდირს შორის შევიდა.

"მონაკო. "ლუი II"
მონაკო - პსჟ 3:2
გოლები: 0:1
მბაპე (25), 2:0 მბაპე (37, პენ), 2:1 ფოლანდი (52), 2:2 ფოლანდი (65), ფაბრეგასი (84, პენ)
გაძევება: დიალო (84, პსჟ)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული