არაა გამორიცხული "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა დელე ალიმ კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს.
24 წლის დელე ალი გუნდის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მაურინიოს ვერ ეწყობა და "დეზების" დატოვება აქვს გადაწყვეტილი. მისი სამსახურით ადრე პსჟ იყო დაინტერესებული და ახლა ისევ აპირებენ ამ ტრანსფერს მიუბრუნდნენ.
პარიზელებს დელე ალის აყვანა იანვარში უნდათ, ხოლო ზაფხულში 30 მილიონ ევროდ აპირებენ გამოსყიდვას, მაშინ როდესაც ლონდონელებს 50 მილიონის მიღება უნდათ.