საფრანგეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში პსჟ პარიზში 0:1 დამარცხდა "ლიონთან".
მატჩის დასასრულს სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ტიაგო მენდესმა ვარდნაში ნეიმარს ტრავმა მიაყენა, რომელიც თვალცრემლიანი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
"პარი სენ ჟერმენმა" ბოლო 4 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო, ხოლო "ლიონმა", რომელიც მხოლოდ ჩემპიონატზე ასარეზობს - 5-დან 5.
პსჟ 28 ქულით მესამე ადგილზეა, "ლილსა" და "ლიონს" 1 ქულით ჩამორჩება და 17 დეკემბერს "ლორიენს" უმასპინძლებს.
ეს კი ნეიმარის ტრავმის ეპიზოდი: