"პარი სენ ჟერმენის" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა "ლიონთან (0:1) გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა.
პირველადი გამოკვლევით, შემტევის ტრავმა იმდენად სერიოზული არ აღმოჩნდა და ფეხბურთელი ტერფის მოტეხილობისგან გადარჩა. დღეს ბრაზილიელს MRI-გამოკვლევა ჩაუტარდება და ის ზუსტად აჩვენებს ნეიმარის ტრავმის სიმძიმეს.
შეგახსენებთ, მატჩის ბოლო წუთებზე ტიაგო მენდესმა ბრაზილიელზე იუხეშა და მსაჯისგან წითელი ბარათიც დაიმსახურა.
მომზადებულია sports-ის მიხედვით