ნეიმარი მძიმე ტრავმას გადაურჩა - მისი მამა აღშფოთებულია

AutoSharing Option
"ლიონთან" მატჩისას პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარის მიღებული კოჭ-წვივის ტრავმა ისეთი სერიოზული არ აღმოჩნდა, როგორც ვარაუდობდნენ. RMC Sport-ის ჟურნალისტი მოჰამედ ბუჰაფსი იტყობინება, რომ მას 10-15 დღე გაუცდება და სავარაუდოდ, 6 იანვარს "სენტ ეტიენთან" თამაშს შეძლებს.

შვილის ტრავმის გამო აღშფოთება ვერ დამალა მისმა მამამ, ნეიმარ და სილვამ:

"ჯანდაბა, კიდევ რამდენი? ამაზე რამდენი ითქვა, რამდენჯერ თქვეს, რომ უხეშობა უნდა დაისაჯოს. რატომ არ აღკვეთენ ამას თავიდანვე, პირველივე დარღვევისას და რატომ ელოდებიან მეშვიდეს, მერვეს, მეცხრეს? ფეხბურთელს ნეიმარისთვის ბურთის ართმევის შანსიც არ ჰქონდა, მაინც მიეპარა გვერდიდან და
საშინელი ვარდნა განახორციელა.

როდემდე უნდა დაადანაშაულონ მსხვერპლი?", - წერს ნეიმარ და სილვა "ინსტაგრამზე".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული