საფრანგეთის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, 68 წლის რაიმონ დომენეკი დიდ ფეხბურთში დაბრუნდა და ლიგა 1-ის გუნდი "ნანტის" მწვრთნელი გახდა.
კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, დომენეკი "ნანტს" სეზონის ბოლომდე გაუძღვება.
აღსანიშნავია, რომ 2010 წელს საფრანგეთის ნაკრებიდან დათხოვნის შემდეგ დომენეკს პროფესიონალური გუნდი აღარ გაუწვრთნია.
სპეციალისტი "მამლების" მთავარ ნაკრებს სათავეში 2004-2010 წლებში ედგა. 2006 წელს მუნდიალზე ვერცხლის მედლები მოიპოვა, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატსა და 2010 წლის მსოფლიო თასზე კი ჯგუფში ჩარჩა.
ფეხბურთში დომენეკი 2016 წელს დაბრუნდა, როცა საფრანგეთის ერთერთი პროვინცია ბრეტანის ნაკრები ჩაიბარა.
ლორ-ატლანტიკები ლიგა
1-ში ჩატარებული 17 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციაზე იმყოფებიან და მათი მიზანი საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა. დომენეკმა სწორედ ეს უნდა შეძლოს.