პოჩეტინიო პსჟ-ის მწვრთნელად დანიშნეს

AutoSharing Option
პსჟ-ის მწვრთნელად მაურისიო პოჩეტინიო დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაცია პარიზულმა კლუბმა თავისი საიტით გაავრცელა.

პოჩეტინიოს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.

არგენტინელი სპეციალისტი 2019 წლის ნოემბერში "ტოტენჰემიდან" დაითხოვეს და მას შემდეგ უმუშევარი იყო. მან ახალ გუნდში ტომას ტუხელი შეცვალა.

პოჩეტინიო "პარი სენ ჟერმენში" 2001-03 წლებში თამაშობდა და 2001 წელს მის რიგებში ინტერტოტოს თასი მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული