"ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა საკმაოდ უცნაური კაცია და თავისი ფეხბურთელების მიმართ დიდი კეთილგანწყობითაც არ გამოირჩევა. ამჯერად კი სხვაგვარი ოლა ვიხილეთ, რომელმაც მემფის დეპაის მიმართა, რომელიც გუნდის გამოცვლას ლამობს და ჯერჯერობით არ გამოსდის.
"ძვირფასო მემფის, მადლობა ყველაფრისათვის. "ლიონი" შენი სახლია და რამდენ ხანსაც გინდა, იმდენ ხანს დარჩი ჩვენთან და თუ უკეთეს ვარიანტს მოძებნი, გზას სიყვარულით დაგილოცავთ", - საჯაროდ გამოუცხადა მუსიე ოლამ ნიდერლანდელ გარემარბს.