პსჟ იულიან დრაქსლერს თავიდან იშორებს

AutoSharing Option
პსჟ-მა 27 წლის გერმანელი ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი ტრანსფერზე დააყენა, - იტყობინება Get French Football News-ი.

დრაქსლერს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, გუნდის ახალ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს კი უნდა ახლავე გაასხვისოს. მას სრულად ეთანხმება კლუბის სპორტული დირექტორი ლეონარდო.

დრაქსლერმა ამ სეზონში 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა და გუნდის გამოცვლა არ უნდა. მისი სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევროა.

"პარი სენ ჟერმენი" აგრეთვე ლეონარდო პარედესის გაყიდვას აპირებს.