პსჟ ლიგა 1-ში დაფრინავს და ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, "პარი სენ ჟერმენმა" "მონპელიეს" უმასპინძლა და უთანასწორო ბრძოლაში 4:0 დაამარცხა. 

მატჩის მე-19 წუთზე სტუმართა მეკარემ წითელი ბარათი მიიღო და საკუთარი გუნდი დააღალატა.

პირველი ტაიმი პარიზების გამარჯვებით 1:0 დასრულდა, რაც შეეხება მეორე ტაიმს მაურისიო პოჩეტინოს შეგირდებმა მეტოქე გატეხეს და 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

21 ტურის შემდეგ "პსჟ" ლიგა 1-ს 45 ქულით ლიდერობს, "მონპელიე" 28 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება. 

მომდევნო მატჩს პარიზელები 31 იანვარს "ლორენის" წინააღმდეგ გამართავენ, თავის მხრივ "მონპელიე" 30 იანვარს "ლენსს" უმასპინძლებს. 

"პარი სენ ჟერმენი" - "მონპელიე" 4:0

გოლები:
1:0 მბაპე (34), 2:0 ნეიმარი (60), 3:0 იკარდი (61), 4:0 მბაპე (63)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული