"მესი მოვა და მზარეულის ფუნქციები დაგრჩება" - დი მარია ცოლმა გააშაყირა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" შემტევმა ანხელ დი მარიამ ლიონელ მესის ფრანგულ გუნდში გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

"ყოველთვის ვოცნებობდი ლეოსთან ერთად საკლუბო დონეზეც მეთამაშა. არგენტინის ნაკრებში თამაში საკმარისზე ცოტაა. ვოცნებობდი მასთან ერთად მეთამაშა, ჩემ გვერდით ყოველ დღე მენახა.

სხვათა შორის, მქონდა "ბარსელონაში" გადასვის შანსები, თუმცა მაშინ არ გამოვიდა, თუმცა არ ვნანობ, არა და მაშინ ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი.

მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა კრიშტიანო რონალდოს, ნეიმარისა და კილიამ მბაპეს გვერდით. და ლეოსთან ერთად, რა თქმა უნდა. პენსიაზე სიამოვნებით გავიდოდი.

ცოლმა მითხრა: "ლეო თუ გადმოვა, შენ, დიდი-დიდი,
გუნდში მზარეულად დაგტოვონ". თუმცა, მე საფეხბურთო ცხოვრებაში მეტს ვერაფერს ვითხოვდი,"- თქვა 32 წლის არგენტინელმა.

"ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი გუნდიდან წასვლას გასულ ზაფხულში აპირებდა, თუმცა მინიმუმ 1 წლით "ბლაუგრანაში" დარჩენა მოუწია. მისი გადაბირების მთავარ კანდიდატებად კი პსჟ და "მანჩესტერ სიტი" სახელდბოდნენ.

მომზადებულია Barca Blaugrane-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული