საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერ "ლორიანთან" 2:3 წაგების შემდეგ კომენტარი პსჟ-ის მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინიომ გააკეთა:
"ძალისხმევა გავიღეთ და მეორე ტაიმი პირველზე გაცილებით უკეთ ჩავატარეთ. ვგრძნობდით, რომ თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ ორი გოლი გავუშვით და დავმარცხდით.
პრესინგს უკეთ უნდა მივმართოთ, მუშაობის გაგრძელება გვმართებს. ეს ჩვენი უარესი მატჩი იყო, მაგრამ საქმეს გამოვასწორებთ. დღეს უბედურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი.
ოთხშაბათს "ნიმს" ვხვდებით და ეს უკეთ თამაშის კარგი შესაძლებლობაა", - განუცხადა პოჩეტინიომ კლუბის საიტს.