ნეიმარმა "ბარსელონასთან" მატჩის წინ ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა ნეიმარმა "კანთან" საფრანგეთის თასის 1/32-ფინალურ მატჩში (1:0) ტრავმა მიიღო.

ბრაზილიელმა მე-60 წუთზე მარცხენა კუნთის ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. ის კილიან მბაპემ შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ ნეიმარმა პირველად უკაპიტნა პარიზულ გუნდს და უცნობია, რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა.

პსჟ 13 თებერვალს საფრანგეთის ჩემპიონატზე "ნიცას", ხოლო 16 თებერვალს ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ალბათ ოჯახის რომელიმე წევრის, დაბადების დღე ახლოვდება და ნეიმარი როგორ გამოაკლდება? ეს კარგად დამუშავებული, ნაცადი ხერხია.
გიო
11:27 11-02-2021
0
ამან ხომ წაიღო ტვინი, თავისი ტრავმებით. რასაც შენ ცანცარობ და კუნტრუშობ, კიდევ როგორა ხარ მთელი.
ნ!!!
11:25 11-02-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული