The Mirror-ის ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენი" კილიან მბაპეს გუნდიდან წასვლის შემთხვევაში "ტოტენჰემ ჰოთსპურის" ფორვარდი ჰარი კეინის ტრანსფერს განიხილავს. .
კეინს მაურისიო პოჩეტინო ლონდონურ კლუბში მუშაობის დროიდან მოყოლებული ბრწყინვალედ იცნობს და 27 წლის თავდამსხმელის შესაძლებლობებიც მშვენივრად უწყის.
მაგრამ, ამ ტრანსფერის განხორციელებმა ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზეა დამოკიდებული: მადრიდის "რეალმა" კილიან მბაპეს საყიდელი ფული უნდა იშოვოს, რაც პანდემიის პირობებში, ადვილი საქმე ნამდვილად არ იქნება.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "ტოტენჰემი" კაპიტანთან განშორებას 170 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათანხმდება.