პსჟ-ს ბანაკში კოვიდი დაფიქსირდა.. გუნდის ერთერთი ლიდერი მინიმუმ 2 თამაშს გამოტოვებს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური შეხვედრის წინ, "პარი სენ ჟერმენს" დიდი თავსატეხი დაატყდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ფრანგული კლუბის ნახევარდაცვის ლიდერს, მარკო ვერატის კოვიდ 19 დაუდასტურდა, ამჟამად იტალიელი ფეხბურთელი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ვერატი პარიზული კლუბის ორ მნიშვნელოვან შეხვედრას "ბაიერნთან" და "ლილისთან" გამოტოვებს. შეგახსენებთ, "ლილი" ლიგა 1-ის ლიდერია.

კლუბის ხელმძღვანელობამ საკუთარ ტვიტერის გვერდზე ეს სამწუხარო სიახლე უკვე დაადასტურა.

"კოვიდ ტესტზე დაყრდნობით მარკო ვერატის პასუხი დადებითია. ის თვითიზოლაციაშია გადასული და იცავს იმ პროტოკოლს, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვისაა გამოცემული"

შესაძლოა ვერატი ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში დაბრუნდეს, რომელიც
13 აპრილს გაიმართება.

შეგახსენებთ, მიუხენის "ბაიერნი" და პსჟ ერთმანეთს 7 აპრილს, "ალიანს არენაზე" დაუპირისპირდებიან.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული