"მონაკოსა" და "ლიონის" ფეხბურთელების ხელჩართული ჩხუბი ლიგა 1-ში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის 35-ე ტურის მატჩის შემდეგ "მონაკოსა" და "ლიონის" ფეხბურთელებმა ერთმანეთში თამაშზე არანაკლებ სანახაობრივი ჩხუბი მოაწყვეს.

"ლუი მეორეზე" შეხვედრა სტუმრებმა, "ოლიმპიკის" ფეხბურთელებმა მოიგეს, ფინალურის სასტვენის შემდეგ კი ჩხუბიც დაიწყო.

კონფლიქტის შედეგად შეხვედრის მთავარმა არბიტრმა კლემან ტიურპენმა პირდაპირ წითელი ბარათი ოთხ ფეხბურთელს უჩვენა: ვილიამ გებელსსა და პიეტრო პელლეგრის "მონაკოდან", ასევე - მატია დე შილიოსა და მარსელოს "ლიონიდან". მატჩის მიმდინარეობისას მოედნიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი, მაკსენს კარერე გააგდეს.

"ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელები პროვოკაციაზე "მონაკოს" მოთამაშეებმა წამოაგეს:

"მსაჯობაზე არაფერს
ვიტყვი. ერთადერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა: რა ინტერესი უნდა ჰქონოდათ ჩვენს ფეხბურთელებს, მოგების შემდეგ მიეღოთ წითელი ბარათები, როცა ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი?! ასე რომ, მარტივია, პროვოკაცია "მონაკოს" მოთამაშეებისგან მოდიოდა. ეს არანორმალურია. ფეხბურთელები გაგვიგდეს, არადა, არაფერი გაგვიკეთებია. ასევე, მარტივი შესამჩნევი იყო, რომ პროვოკაციის ინიციატორები არა ტიტულოვანი მოთამაშეები, არამედ ახალბედები იყვნენ", - ციტირებს გარსიას L`Equipe.

"ლიონმა" მატჩი 3:2 მოიგო. გოლები მემფის დეპაიმ, მარსელომ და მატიას შერკიმ გაიტანეს. მასპინძელთა რიგებიდან კი თავი კევინ ფოლანდმა და ვისამ ბენ იედერმა გამოიჩინეს.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდებული მატჩის მომსწერენი შევიქმენით! ბრავო კარგი თამაში იყო!
kaxa
14:29 05-05-2021
0

სიახლეები პოპულარული