"კარგად იციან, რას ვგრძნობ ამ კლუბთან, ქალაქთან და ქვეყანასთან..." - მბაპეს აღიარება

AutoSharing Option
კილიან მბაპემ განაცხადა, რომ "პარი სენ ჟერმენში" თავს ბედნიერად გრძნობს და სჯერა, რომ აქ დიდი ტიტულების მოგებას შეძლებს.

თავდამსხმელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს, თუმცა უცხოურ პრესაში ხშირად შეხვდებით სიახლეებს, სადაც შემტევს მადრიდის "რეალს" აქტიურად უკავშირებენ.

"ყველამ იცის, თუ რა მაკავშირებს მე ამ კლუბთან" - განაცხადა კილიანმა Canal +-თან ინტერვიუში

"მე გუნდის პრეზიდენტისა და მთავარი მწვრთნელების მადლობელი ვიქნები. ერთადერთი, რაც მინდა, არის გამარჯვება. ვგრძნობ, რომ სადღაც ახლოს ვარ დიდ გამარჯვებასთან. ამას იმ გაგებით ვამბობ, რომ ჩემ გარშემო მყარი
პროექტი იწყობა. მე ფეხბურთით ვცხოვრობ. რაც მთავარია, მე იმ გუნდში ვარ, რომელსაც შეუძლია წარმატების მიღწევა (ჩემპიონთა ლიგაზე). რაც შეეხება ახალ კონტრაქტს, ყველაფერს მომავალი გაარკვევს. ამ სიტუაციაში მე ბედნიერი ვარ აქ გატარებული 4 წლით. მათ კარგად იციან, რას ვგრძნობ ამ კლუბთან, ქალაქთან და ქვეყანასთან".

წყარო: marca


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული