"ნაპოლის" "ალ აჰლიდან" კალიდუ კულიბალის დაბრუნება სურს. Napolimagazine-ს ცნობით, "პარტენოპეის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე 33 წლის სენეგალელის დიდი გულშემატკივარია და კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ფეხბურთელის დამატებაზე თანხმობა განუცხადა.
"პარტენოპეიმ" გამოცდილ მოთამაშეს პირადი კონტრაქტის პირობებიც გაუგზავნა. გამოცემის ინფორმაციით, "ნაპოლი" კალიდუს წელიწადში 2-დან 2.5 მილიონ ევრომდე ხელფასსა და 18 თვიან კონტრაქტს სთავაზობს. კულიბალის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.
ამჟამად სენეგალელის ხელფასი "ალ აჰლიში" 28.6 მილიონი ევროა და არაბული კლუბი მისი გასხვისების წინააღმდეგი არ არის.
შეგახსენებთ, კულიბალის ბოლო ევროპული კლუბი ლონდონის "ჩელსი" იყო,
სადაც სწორედ "ნაპოლიდან" 2022 წელს, დაახლოებით 33 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.
ვეტერანი მცველი "ნაპოლის" ღირსებას 2014/2022 წლებში იცავდა.
კულიბალი: კვარაცხელიასთან დაკავშირებით ამის დიდი იმედი მაქვს
"დიახ, აქ ფულის გამო ვარ, იცით, ამ თანხას რაში გამოვიყენებ?" - კულიბალიმ საუდის არაბეთში თამაშის მიზეზი განმარტა
"იცით, კალცონასთან მუშაობამ რაში დამარწმუნა?" - კულიბალიმ "ნაპოლის" მწვრთნელზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
Ქართველივით სულელი ჰგონია...