პსჟ-ის პრეზიდენტმა ნეიმარის "ბარსელონაში" არდაბრუნების მიზეზზე ისაუბრა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფმა "ბარსელონის" მიერ ნეიმარის გადაბირების მცდელობაზე ისაუბრა.

როგორც ალ-ხელაიფმა განმარტა, ბრაზილიელი შემტევი კატალონიაში არ დაბრუნდებოდა, ამის მიზეზი კი ფინანსური კრიზისი გახლავთ.

ბრაზილიელმა პსჟ-სთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა, რის შემდეგაც მესისა და ნეიმარის გაერთიანების ესპანური ოცნებები დაინგრა.

"ბარსელონა" ნეიმარის დამატებას აქტიურად ცდილობდა. ჩვენ მათი შემოთავაზებები დავბლოკეთ. ვფიქრობ, მათ ფინანსური კრიზისი აქვთ, მაგრამ ეს ჩვენი პრობლემა არაა. "ბარსას" ნეიმარი ყოველთვის უყვარდა, ეს კი საიდუმლო არაა. მას უკან დაბრუნება არ უნდა, მიუხედავად იმისა, შეეჩვია თუ არა პარიზს ან
პსჟ-ს. თუ დაურეკავ და ჰკითხავთ, ის აუცილებლად გიპასუხებთ, რომ "პარი სენ ჟერმენში" ბედნიერია" - განაცხადა ნასერ ალ-ხელაიფმა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
შეიხ! შენი ფულებით არის ბედნიერი, თორე როგორც პიროვნება, არის 0-ი
laSa
14:56 07-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული