ნეიმარმა "ბარსელონა" გამოიყენა და კიდევ ერთხელ მოატყუა

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ნეიმარმა პსჟ-სთნ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააგრძელა.

RAC1 იტყობინება, რომ ერთი თვის წინ "ბარსელონამ" ნეიმართან მოსალაპარაკებლად პარიზში თავისი წარმომადგენელი გააგზავნა და ბრაზილიელმა უკან დაბრუნების სურვილი გამოთქვა, თუმცა რამდენიმე დღეში "პარი სენ ჟერმენთან" ხელშეკრულება გააგრძელა.

გამოცემის მტკიცებით, "ბარსა" თვლის, რომ ნეიმარმა მათი კლუბი კიდევ ერთხელ მოატყუა და გამოიყენა, რათა პსჟ-სთან რაც შეიძლება მომგებიანი კონტრაქტი გაეფორმებინა.

ახალი კონტრაქტის მიხედვით ნეიმარი პსჟ-ში სეზონში 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ბონუსებსაც მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ისე ამ ტინგიცას, ცირკში ჟონგლიორობა მოუხდებოდა.
gigi
11:26 10-05-2021
1
ეს და მამამისი, შეიხის ფულებს შეელევიან? ისე არაა ჩემი მტერი!
zura
11:25 10-05-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული