"ვეინალდუმი პსჟ-ის ფეხბურთელია", - აცხადებს ჟურნალისტი რომანო

AutoSharing Option
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი ჟორჟინიო ვეინალდუმი პსჟ-ში გადავიდა, - ირწმუნება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი "ტვიტერით".

რომანოს მტკიცებით, "ლივერპულიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგებულმა ვეინალდუმმა პარიზულ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.

უახლოეს საათებში 30 წლის ვეინალდუმი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "პარი სენ ჟერმენი" ტრანსფერს ოფიციალურად გამოაცხადებს.

გასულ სეზონში ვეინალდუმმა პრემიერლიგის 38 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ოხოხო,ეს დაწყევლილი ფული, ჯოჯოხეთსაც ანათებსო, ტყვილად არ არის ნათქვამი.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული