ამ წარუმატებლობამ შესაძლოა მბაპეს მთელი კარიერა განსაზღვროს - მოსალოდნელი გმირობიდან ანტიგმირობამდე [PHOTO]

AutoSharing Option
მანამ, სანამ ევრო 2020 დაიწყებოდა, ისე ჩანდა ყველაფერი, თითქოს ტურნირის ყველაზე კაშკაშა ფეხბურთელი კილიან მბაპე უნდა გამხდარიყო.

კონტინენტის პირველობის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ახალგაზრდა ფრანგს მიიჩნევდნენ, მის ნაკრებს კი ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებდნენ, როგორც მინიმუმ, ფინალის თამაშს.

ის ტურნირზე თავისი სიდიადის დასამტკიცებლად მიემართებოდა. კილიანი იქ ევროპის ჩემპიონობის მოსაპოვებლად გაემართა, გამარჯვების შემთხვევაში კი კრიშტიანო რონალდოს გაუტოლდებოდა, არა მხოლოდ მის ფიქრებსა და სტატისტიკაში, არამედ რეალური სტატუსით.

Sportall.Ge

საფრანგეთის ჩემპიონატის დონეზე მბაპემ ყველაფერი დაამტკიცა. ის კლუბისა და ზოგადად ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელია. კილიანი "მეცს", "ნანტსა" და "მონპელიეს"
მარტივად უმკლავდება, თავს არც ჩემპიონთა ლიგის ადრეულ თამაშებსა და პლეი-ოფში ირცხვენს. მაგალითად, ახალგაზრდა შემტევმა "ისტანბულთან" (5:1), "ბარსელონასთან" (4:1) და "ბაიერნთან" (3:2) დიდებული შეხვედრები გამართა.

2020/21 წლების სეზონში მბაპე შესანიშნავი გახლდათ. 22 წლის ასაკში ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე პსჟ-ის მაისურით თავი 42 გოლითა და 11 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ეს სტატისტიკა თითქმის ისეთივეა, როგორიც რონალდოსა და მესის ციფრები, როდესაც 22 წლისები გახლდნენ.

- რონალდომ 2007/08 წლების სეზონში - 42 გოლი და 8 საგოლე გადაცემა

- ლიონელ მესი 2009/10 წლების სეზონში - 47 გოლი და 12 საგოლე გადაცემა

კილიანის სტატუსი ჯერ უდავო ნამდვილად არაა, მის ირგვლივ უამრავი ეჭვი არსებობს, ამის მიზანი კი მისი ამბიციები გახლავთ. დიახ, საფრანგეთისთვის მბაპე ფეხბურთის მომავალია, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს. ზოგიერთი ადამიანი არცთუ ისე უსაფუძვლოდ თვლის, რომ ლიგა 1 მეორე ეშელონის ლიგაა და მის მიხედვით ვინმეს უმაღლესი დონის ფეხბურთელი უწოდო, არამართებულია. ყველა ელოდება, პირობითად "რეალში" რას მიაღწევს, თუმცა ახლა ევროპირველობაზე მისი 0 გოლი ცინიკურ სიცილს იწვევს.

Sportall.Ge

კილიანმა უნიკალური თვისებები შეკრიბა: ფანტასტიკური სისწრაფე, არატიპური სისწრაფე (როგორც დაბალი ფეხბურთელი, რომელსაც სიმძიმის ცენტრი დაბლა აქვს), რონალდოთი შთაგონებული ტექნიკა, ძალისმიერი დარტყმები, პარიზის გარეუბნის მსგავსი თავისუფლება და სითამამე. მისი საწყისი მონაცემები ნამდვილად გასაოცარია.

მბაპე მაქსიმალურად ბევრ მიზანს ისახავს. ევროპის ჩემპიონატამდე კილიანმა ხმამაღალი ინტერვიუ მისცა, ალბათ, ხმამაღალზე უფრო მეტად მაღალიც, რადგან ფრანგმა ფეხბურთელმა თავი კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შეადარა.

"ყოველთვის, როდესაც მოედანზე გავდივარ, საკუთარ თავს ვეუბნები, რომ მე საუკეთესო ვარ" - განუცხადა ფეხბურთელმა RMC Sport-ს.

"დიახ, მე მესი და რონალდო მჯობნიან, მათ უფრო მეტი გააკეთეს, თუმცა ჩემს თავს ყოველთვის ვეუბნები, რომ საუკეთესო ვარ, რათა თავი არ შევიზღუდო და მაქსიმუმი ვაჩვენო".

სწორედ ასეთი განწყობით მიიწევს ის წინ.

Sportall.Ge

"ცხოვრება საკუთარ თავთან რბოლაა, ჩემზე ზეწოლას უამრავი რამ ახდენს. ალბათ, ესაა, რატომაც მინდა, რომ მოვიგო; ამიტომ მიჭირს ჩემი თავისთვის მარცხის პატიება. არასდროს ვამბობ, რომ ამას სხვა დროს ვიზამ. ვფიქრობ, მეტოქეობის საკმაოდ კარგი უნარი გამაჩნია" - თქვა ფრანგმა ფეხბურთელმა L'Equipe-თან ინტერვიუში.

ამ სიტყვების შემდეგ კილიანმა ევრო 2020-ის მოლოდინი უფრო გაამძაფრა. მას კონტინენტის პირველობაზე უნდა გაებრწყინა, ყველასთვის უნდა ეჩვენებინა, რომ ის მსოფლიოს ახალი ვარსკვლავია - ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომელსაც საკვანძო შეხვედრებში თავის გამოჩენა და მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, თუმცა ეს წელი მისთვის რთულად მიმდინარეობს. გაზაფხულზე კილიანმა ნეიმარის მსგავსად პსჟ-ს მსუყე კონტრაქტი გამოსძალა (დაახლოებით 37 მილიონი ევრო წელიწადში), ზაფხულის დასაწყისში კი "მამლების" ფორვარდთან, ჟირუსთან კონფლიქტი მოუვიდა. ოლივიემ განაცხადა, რომ მბაპე მას ბურთს არ აწვდიდა. კილიანმა ეს ირიბად აღიარა, თუმცა იმ ფაქტმა, რომ ჟირუმ ეს კონფლიქტი გაასაჯაროვა, ნამდვილად გააკვირვა. ამის გამო კინაღამ პრესკონფერენცია მოიწვია და საკუთარი წყენის გასაჯაროება გადაწყვიტა.

მბაპემ თავი, როგორც ვარსკვლავად, ისე იგრძნო და ის ამას ნამდვილად არ უარყოფს.

"თავის ცუდ სიტუაციაში ჩაგდება საჭიროა, რათა შენს თავს დაუმტკიცო, რომ დიდი საქმეების კეთება ნამდვილად შეგიძლია" - თქვა ფრანგმა RMC Sport-თან.
ევრო 2020-ის ჩემპიონატზე მბაპემ დიდებული შეხვედრები ნამდვილად ვერ გამართა, თუმცა გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გაუქმებული გოლი მართლაც რომ ლამაზი იყო. მისი მონაგარი შემდეგი გახლდათ: კარისკენ 14-ჯერ დაარტყა, მეტოქეთა ბადე ვერცერთხელ შეარხია და ყველაზე საშინელი, ააცილა უმნიშვნელოვანესი პენალტი.

მას შემდეგ, რაც შვეიცარიელმა კიპერმა ზომერმა თერთმეტმეტრიანი მოიგერია, მბაპეს გვერდში მხოლოდ ერთი თანაგუნდელი ლუკა დინი დაუდგა. რა თქმა უნდა, ლორისმა და დეშამმა ახალგაზრდა ვარსკვლავს მხარი საჯაროდ დაუჭირეს. მბაპემ მთელ საფრანგეთს ბოდიში მოუხადა, თუმცა არის სურათი, რომელმაც დაგვანახა, რომ სუპერვარსკვლავი იმედგაცრუებასთან მარტო აღმოჩნდა.

Sportall.Ge

კილიანმა სახეში ძლიერი "დარტყმა" იგრძნო. რა თქმა უნდა, მბაპეს თამაშის წინ ყოველთვის უმაღლესი მოლოდინი იქნება, რაც რეალურად ბევრად ცუდად წარმოაჩენს მის თამაშს, მაგრამ ეს სუპერვარსკვლავების ტვირთია. ასეთ დროს შენგან ყოველთვის საუკეთესო შეხვედრებს, უშეცდომობასა და წარმატებას ელიან.

ამ წარუმატებლობამ კი შესაძლოა მბაპეს მთელი კარიერა განსაზღვროს, ასევე - მისი ადგილი ისტორიაში.

შეძლებს კი ნამდვილად, რომ შეადაროს საკუთარი თავი რონალდოს ან მესის? თუ ის დარჩება ლიგა 1-ის ჰიპერტალანტად, რომელმაც სანაკრებო დონეზე ერთ ტურნირზე გაიბრწყინა და შემდეგ მიეცა დიდხნიან ძილს?

მომზადებულია sports-ის მიხედვით