"მილანიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგებული იტალიის ნაკრების 22 წლის ძირითადი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა მალე პსჟ-ის ფეხბურთელი გახდება, - ირწმუნება Telefoot-ი.
პარიზული კლუბი დონარუმას კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს და სეზონურ გასამრჯელოდ 12 მილიონ ევროს დაუნიშნავს.
თუმცა, მას "პარი სენ ჟერმენში" თამაში იშვიათად მოუწევს, რადგან პირველი გოლკიპერი კეილორ ნავასი იქნება.
თუმცა, მას "პარი სენ ჟერმენში" თამაში იშვიათად მოუწევს, რადგან პირველი გოლკიპერი კეილორ ნავასი იქნება.
გასულ სეზონში დონარუმამ "მილანში" 48 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 15 მათგანში გოლი არ გაუშვა.