სერხიო რამოსი პსჟ-ის მაისურით დებიუტს ელოდება, ფრანგული კლუბის ოფიციალურ გვერდზე კი ვარაუდობდნენ, რომ ეს ოთხშაბათს შედგებოდა, თუმცა ორლეანში "აუგსბურგთან" გასამართი პრე-სეზონის შეხვედრისთვის "სევილიისა" და მადრიდის "რეალის" ყოფილი მცველი არ გაემგზავრა.
L'Equipe-ის ცნობით, სერხიო გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, თუმცა მისი დებიუტი მაინც ნაადრევია, ამის მიზეზი კი მისი ტრავმისკენ მიდრეკილები გახლდათ. აღსანიშნავია, რომ რამოსმა 2021 წელს მხოლოდ და მხოლოდ 7 შეხვედრა გამართა.
სავარაუდოდ, ესპანელი პარიზული კარიერის პირველ შეხვედრას "ჯენოასთან" (24 ივლისი) ან "სევილიასთან" (27 ივლისი) ჩაატარებს.
ერთი რამ ცხადია, 1-ელ აგვისტოს "ლილის" წინააღმდეგ
გასამართ შეხვედრაში სერხიო მონაწილეობას მიიღებს, ეს ტურნირი კი საფრანგეთის თასის გამარჯვებულსა და ლიგა 1-ის ლაურეატ გუნდს შორის ტარდება.
მომზადებულია marca-ს მიხედვით