პსჟ-მა პოჩეტინიოს კონტრაქტი გაუგრძელა

AutoSharing Option
პსჟ-მა მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინიოს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა, - იტყობინება პარიზული კლუბის საიტი.

პოჩეტინიომ პსჟ გასული სეზონის მიმდინარეობისას ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა საფრანგეთის სუპერთასი მოიგო, ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ნახევარფინალში გავიდა.

პოჩეტინიო "პარი სენ ჟერმენში" 2001-2003 წლებში თამაშობდა და მასთან ერთად 2001 წელს ინტერტოტოს თასი მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული