მბაპემ პოჩეტინიოს განუცხადა, რომ კონტრაქტს არ გაახანაგრძლივებს

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, პსჟ-ის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ გუნდის მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინიოს განუცხადა, რომ 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს.

გამოცემის მტკიცებით, მბაპეს კლუბის ხელმძღვნელობასთან კონფლიქტი არ სურს, მაგრამ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გუნდის გამოცვლა.

კილიანი პოჩეტინიოს მხარდაჭერას გრძნობს და ამას ძალიან აფასებს, არგენტინელ სპეციალისტს კი გუნდის სხვა ფეხბურთელების გარშემო აშენება მოუწევს.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მბაპეს "რეალში" გადასვლა უნდა.