"შეტევაში ნეიმართან და მბაპესთან ერთად თამაში ნამდვილი სიგიჟეა..." - მესის პრესკონფერენცია

AutoSharing Option
დღეს, 11 აგვისტოს, "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

"შეტევაში ნეიმართან და მბაპესთან ერთად თამაში ნამდვილი სიგიჟეა. აღფრთოვანებული ვარ დასაწყისით" - თქვა ლეომ.

მესიმ აღიარა, რომ პსჟ-ის შემადგენლობაში გადასვლაში დიდი წვლილი მისმა ახლო მეგობარმა და ასევე ექსბარსელონელმა ნეიმარმა შეიტანა. არგენტინელს, რა თქმა უნდა, კლუბში სხვა მეგობრებიც დახვდნენ.

"ჩემ აქ გადმოსვლაში ნეიმარმა დიდი როლი შეასრულა. გასახდელში ბევრი ნაცნობი მყავს და როდესაც ამ გუნდს ვუყურებ, მოხარული ვარ. მეც და "პარი სენ ჟერმენსაც" ერთი მიზანი გვაქვს და
ვიმედოვნებ, ამ ყველაფერს ერთად შევძლებთ. ნეიმარი, ანხელ დი მარია, ლეანდრო პარედესი და სხვა ფეხბურთელები ამ გუნდში ირიცხებიან".

"ჩემი მიზანია ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოვიგო. ვფიქრობ, ჩვენ ის გუნდი გვყავს, რომელსაც ამის ძალა შესწევს. დიახ, მე სწორ ადგილზე მოვედი".

ლეომ დებიუტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განმარტა:

"მე ერთი თვის განმავლობაში ვისვენებდი (მას შემდეგ, რაც კოპა ამერიკის ტურნირზე არგენტინასთან ერთად წარდგა). გუშინ სამწვრთნელო შტაბს ვესაუბრე და სავარაუდოდ, სეზონისთვის მე თვითონ, დამოუკიდებლად მოვემზადები, რადგან მოუთმენლად ველი ამ ყველაფრის დაწყებას. ამრიგად, არ შემიძლია გითხრათ, როდის შედგება ჩემი დებიუტი".

რა თქმა უნდა, მესის ნეიმართან, მბაპესთან და დი მარიასთან თამაში სურს, თუმცა ერთი ფეხბურთელი მაინც გამოჰყო, ეს მარკო ვერატი გახლავთ.

"ვერატი ნახევარდაცვის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. რამდენიმე სეზონის წინ "ბარსელონას" მისი დამატება სურდა, თუმცა ახლა საქმეები შეიცვალა და მე პარიზში ჩამოვედი. ეს შესანიშნავია, მე ის უკვე გავიცანი. სიმართლე გითხრათ, ამ გუნდში ისეთი ფეხბურთელები ირიცხებიან, რომლებიც თავიანთ პოზიციაზე საუკეთესოები არიან" - თქვა მესიმ.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ფატი და პედრი ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მესის დონემდე ძალიან დიდი გზა აქვთ გასასვლელი, ან საერთოდ მივლენ კი? რაც მესის აკადრეს ლაპორტას მეთაურობით, ეს მაგალითად უნდა გამოდგეს ყველასთვის. რას ვგულისხმობ: თურმე ნამეტანი არ უნდა გადაყვე გუნდს, ითამაშე საშუალო დონეზე აიღე ხელფასი და გართობაც არ მოიკლო. ესე უნდა გაეკეთებინა მესისაც, უფრო დაფასებული იქნებოდა ბარსაში.ისე, რომ ამ გადასახედიდან რისი შემსწრეც გავხდით, ნიჭიერ ფეცბურთელებს მომავალში კაი დღეები არ ელოდებათ. ლეგენდების გაშვების ცუდი ტრადიცია მკვიდრდება ბარსაში. ფრთხილად!
sos.
12:18 12-08-2021
0
მეგობრებზე კარგად ილაპარაკა, მაგრამ იკარდი მაინც გამოტოვა. მარადონამ კარგად თქვა ერთხელ ინტერვიუში. ჩვენი თაობის გუნდში რო ყოფილიყოო იკარდი, უნდობლობას კი არ გამოვუცხადებდითო ნაკრებში, მოვკლავდითო ცემით.
გიორგი
11:07 12-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული