უფრო ადრე, ვიდრე მოსალოდნელია? MARCA რამოსის დაბრუნების სავარაუდო თარიღს გვთავაზობს

AutoSharing Option
ლიონელ მესის "პარი სენ ჟერმენში" გადასვლამ ამავე გუნდში სერხიო რამოსის ტრანსფერი გადაფარა.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელი მცველი ტრავმის გამო სეზონის საწყის 2 თვეს გამოტოვებდა, თუმცა, როგორც MARCA ირწმუნება, სერხიოს სჯერა, რომ მოედანზე გასვლას ბევრად უფრო მალე, აგვისტოს ბოლოს (2 კვირაში) ფიქრობს.

რამოსმა "პარი სენ ჟერმენის" შემადგენლობაში მკაცრი სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც ფრანგული კლუბის ექიმებმა განაცხადეს, რომ ტრავმა საკმაოდ რთულია, მოშუშებას კი ოქტომბრის ბოლოს ვარაუდობდნენ...

ფრანგულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ესპანელი სეზონის საწყის შეხვედრას "სტრასბურგის" წინააღმდეგ გამოტოვებს. როგორც
ჩანს, ექსმადრიდელი მოტივირებულია და ტრავმის დაძლევას მაქსიმალურად სწრაფად ცდილობს.

altსერხიო რამოსს კიდევ ერთი ან ორი თვე მოუწევს უქმობა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული