ფაბრეგასმა მესი გააფრთხილა

AutoSharing Option
ლიონელ მესიმ პსჟ-ის შემადგენლობაში პირველი ვარჯიში უკვე გამართა. რა თქმა უნდა, ამ ფაქტს მისი ყოფილი თანაგუნდელი და "მონაკოს" ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასი გამოეხმაურა და ღიად განაცხადა, რომ მისი ბავშვობის მეგობარი ლიგა 1-ისთვის ბრძოლაში მთავარი მეტოქე იქნებოდა.

"როდესაც "პარი სენ ჟერმენმა" ლიგის მოგება ვერ მოახერხა, ყველამ დაინახა, რომ ეს მათთვის კატასტროფა იყო, რადგან ისინი ყოველთვის დიდ ფულს ხარჯავენ" - ციტირებს ფაბრეგასის სიტყვებს Daily Mail-ი.

"დღესდღეობით გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ ლიგა 1 ერთი გუნდის ჩემპიონატია, თუმცა შეგახსენებთ, ბოლო 5 წელში "მონაკომ" და "ლილმა" პსჟ-ის
დომინირება დაამხო. ეს მათთვის არც ისე მარტივია. როგორც ხალხი ხედავს, საფრანგეთში აგრესიული თამაში მიმდინარეობს, ფეხბურთელები კი ძალიან სწრაფები და ძლიერები არიან".

მესის პარიზში გადასვლით "პარი სენ ჟერმენი" ლიგა 1-ის ფავორიტობის სტატუსს კიდევ უფრო აძლიერებს. მიუხედავად გაფრთხილებისა, ფაბრეგასი არგენტინელის ამ სიახლით აღტაცებულია.

"ყველა გახარებულია, მათ იციან, რომ ლიონელ მესის წინააღმდეგ ითამაშებენ. რა თქმა უნდა, ყველას მისი მაისური სურს. თანაგუნდელებს ვეუბნები ხოლმე, ჩვენ 25 ვართ, მას კი მხოლოდ 2 მაისური ექნება...

"მონაკოში" ბევრი ახალგაზრდა ტალანტია. ეს მათთვის შესანიშნავი გამოწვევა იქნება. როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი შენს ლიგაში გადმოდის, გინდა შენი საუკეთესო აჩვენო. ამიტომ ლეოს ტრანსფერზე ბევრი აღარ უნდა ვიფიქროთ".

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული