პოჩეტინოს ახალი თავსატეხი დაატყდა - მესი, ნეიმარი, რამოსი თუ მბაპე?

AutoSharing Option
ლიონელ მესი ჯერჯერობით პსჟ-ში გადასული უკანასკნელი ვარსკვლავი გახლავთ, პარიზში კი მას სერხიო რამოსი, ნეიმარი და კილიან მბაპე დახვდნენ.

ოთხი სუპერვარსკვლავი ერთ გუნდში... ისმის ლოგიკური შეკითხვა, ვინ უნდა შეასრულოს პენალტი?

რა თქმა უნდა, ფავორიტი მესი იქნება, თუმცა, თუ სტატისტიკას დავეყრდობით, სერხიო რამოსი იმსახურებს. ესპანელმა მცველმა ბოლო 10 პენალტიდან 10-ივე გაიტანა, რაც ოთხეულში უმაღლესი შედეგია.

ნეიმარმა და მბაპემ ბოლოს შესრულებული 10 თერთმეტმეტრიანიდან მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღეს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე დაბალი შედეგი არგენტინელ ვარსკვლავს აქვს, რომელმაც პენალტის ნიშნულიდან მოწინააღმდეგის კარის ბადე
10 მცდელობიდან 8-ჯერ შეარხია.

რა თქმა უნდა, იმავე სცენარით წარიმართება საჯარიმო დარტყმებიც, თუმცა აქ ფავორიტი მაინც "ალბისელესტეს" კაპიტანი იქნება. ალბათ, ყველას ახსოვს "ექსბარსელონელის" მიერ შესრულებული უზადო ჯარიმები.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "პარი სენ ჟერმენის" მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს, ახალი თავსატეხი დაატყდა: თუ ლეოს პენალტის ნიშნულთან არ მიუშვებს, ხალხი გააკრიტიკებს, მაგრამ საპასუხოდ სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, მესის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანები არცთუ ისე დამაჯერებელია. ამრიგად, სამწვრთნელო შტაბმა სწორად უნდა განსაჯოს, რადგან არასწორმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გუნდი აზარალოს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგ გაწერილი იქნება კონტრაქტში. პენალტებიც და საჯარიმო დარტყმებიც.
შეიძლება კონკრეტულ მომენტში ერთმანეთს დაუთმონ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში კონტრაქტში წერენ.
oceola
12:59 19-08-2021
0
ვითომ მართლა ეგ არის პოჩეტინოს თავსატეხი??
აჩი
10:34 14-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული