"რონალდოს თავის მოკვლა სურს, რადგან..." - დი მარია

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" შემტევმა ანხელ დი მარიამ სერხიო აგუეროზე, კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესიზე ისაუბრა ისაუბრა. არგენტინელის თქმით, მესის ფრანგულ კლუბში გადასვლის შემდეგ სერხიო "ბარსელონაში" თავს ცუდად გრძნობს.

გასულ კვირას ლეო პსჟ-ში ოფიციალურად გადავიდა, მანამდე კი ექს ბარსელონელის უახლოესი მეგობარი, აგუერო კატალონიურ გუნდს მის გამო შეუერთდა.

"კუნს თავის მოკვლა სურს, რა უნდა გააკეთოს ახლა?" - თქვა ხუმრობით დი მარიამ TyC Sports-სთან ინტერვიუში.

"ამასთან ერთად, ის ტრავმირებულია და მომდევნო რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს, ეს საშინელებაა".

"პარი სენ ჟერმენის" სახელს კიდევ ერთ
ვარსკვლავს, კრიშტიანო რონალდოს უკავშირებდნენ, როგორც ცნობილია, პორტუგალიელი 2022 წელს თავისუფალი აგენტი გახდება, დი მარიას თქმით კი რონალდო პარიზში თამაშის შანსის ხელიდან გაშვებას ძალიან ინანებს.

"რონალდოს თავის მოკვლა სურს, რადგან აქ არაა. უმაღლესი კლასის ბევრი ფეხბურთელია პსჟ-ში, ეს შესანიშნავია. რა თქმა უნდა, მსგავსი შემთხვევები ხშირად არ ხდება, ამიტომ ყველას სურს, რომ იქ იყოს. დარწმუნებული ვარ კრიშტიანოს აქ ყოფნა უნდა, თუმცა მათ მესი მოიყვანეს და საბედნიეროდ ეს უკეთესია.

პირადად ჩემთვის მესის გვერდით თამაში მარტივია, თუ გარბიხარ ბურთი ავტომატურად ფეხებში მოგივა, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ წინაღობა არ არსებობს. მე მასთან მოედანსა და მოედნის გარეთ შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. მარტივია დაინახო თუ რა სურს მას.

ლეო სხვა სამყაროდანაა, შენ მას ქვასავით ესვრის ბურთს, ის კი აუცილებლად შეაჩერებს, გადაცემას კი ისე გაგიკეთებს თითქოს და არაფერი... არასდროს მინახავს მსგავსი რამ. მე რონალდოსთან, ნეიმართან, კილიან მბაპესთან, უეინ რუნისთან, რობინ ვან პერსისთან, ზლატან იბრაჰიმოვიჩთან, კარიმ ბენზემასთან, გარეთ ბეილთან და სხვა ვარსკვალვებთან ვითამაშე, თუმცა ლეოსნაირი უნიკალური არავინ მინახავს.

ვფიქრობ, რომ მესი პარიზში უფრო ბედნიერი იქნება, ვიდრე კატალონიაში, როდესაც ის აქ ჩამოვიდა, მან უკვე იცოდა, თუ რა ჩამოიტანა და რას ნიშნავს ის აქაურებისთვის, ხალხს ლეო ძალიან უყვარს, ვარჯიშის დროსაც გარეთ 200-მდე ადამიანი იცდის".

შეგახსენებთ, "პარი სენ ჟერმენი" "სტრასბურგის" წინააღმდეგ ლიგა 1-ის მეორე ტურის მატჩს დღეს, 23:00 საათზე გამართავს, მესი შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 3 /
პსჟ პსჟ პსჟეო და აგერ ნახავთ რაც მოხდება, სადღაც ზამთრისკენ ან მესი ან ნეიმარი ვინმე რენთან დაიმტვრევა, მერე ადგება ბაიერნი ამ იუნაიტედი და გაუბაბანებენ ლიგაზე და დარჩება საფრანგეთის თასის ამარა :))) ასე ხდება ფეხბურთში ზოგადად...
Zviadi
23:39 25-08-2021
0
Amas rom usmino yvelas tavis mokvla surs
Kutaisi
20:22 14-08-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული