![](https://sportall.ge/pictures/image5/d519a2fae35c548c41bea9e3e6c3a8c3.jpg)
ესპანური Cadena SER-ის ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენში" ახალწვეულ სერხიო რამოსით უკმაყოფილოები არიან.
წყაროები ამტკიცებენ, რომ ესპანელი კლუბის პერსონალის მიმართ ზედმეტად ქედმაღლურად იქცევა, არადა, არც კაპიტანია და არც გუნდის მთავარი ვარსკვლავი.
პსჟ-ში ამგვარ მოქმედებასთან შეგუებას არ აპირებენ. თუ რამოსი საქციელს არ შეიცვლის, პარიზელთა მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო ესპანელს ძირითად შემადგენლობაში არ დააყენებს.