საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე ტურის მატჩი "ნიცასა" და "მარსელს" შორის ჩხუბის გამო შეწყდა, როდესაც ანგარიში 1:0 იყო და არ გაგრძელებულა.
75-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდებას "მარსელის" ნახევარმცველი დიმიტრი პაიე აპირებდა, რომელსაც ტრიბუნებიდან სხვადასხვა საგანს ესროდნენ. მან საპასუხოდ მათ ბოთლი ესროლა, ფანები მოედანზე გადავიდნენ და მასობრივი ჩხუბი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა მარსელელთა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ მიიღო. მისმა თანაშემწემ, ხორხე დეზიომ კი, ერთ გულშემატკივარს მაგრად შემოსცხო.
"მარსელის" მცველებმა ლუან პერესმა და მატეო გენდუზიმ დაზიანებები მიიღეს, ხოლო "ნიცას" ფეხბურთელებს, ჟან-კლერ ტოდიბოსა და ჯასტინ კლუივერტს, მეტოქე კლუბის დაცვის თანამშრომლებმა სცემეს.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ "ნიცას" ფეხბურთელები და მსაჯთა ბრიგადა მატჩის გასაგრძელებლად მოედანზე დაბრუნდნენ, "მარსელის" მოთამაშეები კი გასახდელში დარჩნენ.
მსაჯმა ბენუა ბასტენმა საფინალოდ ჩასტვინა და რეგლამენტის მიხედვით სტუმართა გუნდს ტექნიკური წაგება, 0:3 ჩაეთვლება.
მსაჯმა ბენუა ბასტენმა საფინალოდ ჩასტვინა და რეგლამენტის მიხედვით სტუმართა გუნდს ტექნიკური წაგება, 0:3 ჩაეთვლება.