ნამდვილი საგიჟეთი "ნიცასა" და "მარსელის" მატჩისას - მოედანზე ფანებმა, ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა იჩხუბეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე ტურის მატჩი "ნიცასა" და "მარსელს" შორის ჩხუბის გამო შეწყდა, როდესაც ანგარიში 1:0 იყო და არ გაგრძელებულა.

75-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდებას "მარსელის" ნახევარმცველი დიმიტრი პაიე აპირებდა, რომელსაც ტრიბუნებიდან სხვადასხვა საგანს ესროდნენ. მან საპასუხოდ მათ ბოთლი ესროლა, ფანები მოედანზე გადავიდნენ და მასობრივი ჩხუბი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა მარსელელთა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ მიიღო. მისმა თანაშემწემ, ხორხე დეზიომ კი, ერთ გულშემატკივარს მაგრად შემოსცხო.

Sportall.Ge

"მარსელის" მცველებმა ლუან პერესმა და მატეო გენდუზიმ დაზიანებები მიიღეს, ხოლო "ნიცას" ფეხბურთელებს, ჟან-კლერ ტოდიბოსა და ჯასტინ კლუივერტს, მეტოქე
კლუბის დაცვის თანამშრომლებმა სცემეს.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ "ნიცას" ფეხბურთელები და მსაჯთა ბრიგადა მატჩის გასაგრძელებლად მოედანზე დაბრუნდნენ, "მარსელის" მოთამაშეები კი გასახდელში დარჩნენ.

მსაჯმა ბენუა ბასტენმა საფინალოდ ჩასტვინა და რეგლამენტის მიხედვით სტუმართა გუნდს ტექნიკური წაგება, 0:3 ჩაეთვლება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნაცემ ფეხბურთელებს უნდა ეთამაშათ?ეგ მსაჯი ყოფილა გასაგდები.საგნების სროლა როგორც კი დაიწყეს,მაშინვე უნდა შეჩერებინა მატჩი,სანამ, ასე გამწვავდებოდა.მან კი თავისი დანაშაული,სხვას აჰკიდა.დიმიტრი მპაიეც დასასჯელია,არ უნდა აჰყოლოდა ნერვებს.თუმცა ამდენ რამეს რომ გესვრიან,ალბათ პირველ რიგში მაინც მსაჯს უნდა დაეცვა,ის კი,აგრესიის ზონას გამორიდებოდა.
სოსო
10:12 23-08-2021
5
გულშატკივრების 90 პროცენტი არაბი ან აფრიკელია
Tazo
21:31 23-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული