დონარუმა: ნავასი?!. პსჟ-ში სათამაშოდ ჩამოვედი...

AutoSharing Option
პსჟ-ის იტალიელმა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ პარიზულ კლუბში ტრანსფერზე ისაუბრა.

"ჩემთან კავშირზე პსჟ გამოვიდა და კონტრაქტის გაფორმება სურდათ. ამ კლუბში გადმოსვლა მეც მინდოდა. კონკურენცია არ მაშინებს.

კეილორ ნავასი ბრწყინვალე მეკარეა, მაგრამ აქ სათამაშოდ ჩამოვედი.

კონკურენცია ორივესთვის კარგია და პროგრესის საშუალებას მაძლევს. ტოპ-გუნდებში ის ყოველთვისაა და ეს პრობლემას არ წარმოადგენს. კეილორი საოცარი ადამიანია, უკვე დავმეგობრდით.

მინდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გავხდე, ამისათვის კი მსხვერპლის გაღება, შრომა და მოკრძალებულად დარჩენაა საჭირო - ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა დონარუმამ.

მომზადებულია GFFN-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბანძი და ცანცარა რომ არის ეს დონარუმა გუშინაც დაამტკიცა-ლამის ცენტრიდან დარტყმული ბურთი გაუშვა მაკედონიასთან. 7 მილიონს რომ გაეკიდა და სათადარიგო სკამზე დაჯდომა არჩია პსჟ-ში ეგაა მანდ სათამაშოდ ჩასული? მაგარი თავმდაბალია აბა რა მეკარე რომელიც ბევრ შეცდომას უშვებს გამოსვლებზე კარებს კარგავს და დიდი ხელფასის გამო კლუბს სათადარიგო სკამზე ჯდომაში ცვლის ნამდვილად თავმდაბლობის განსახიერებაა. გაუმართლა მაგ დებილს რომ უღიმღამო ევროპის ჩემპიონატზე სხვა ვერავინ გაიბრწყინა ისე რომ 2 პენალტის მოგერიებისათვის საუკეთესო მოთამაშეობა მაგისთვის არ მიეცათ!?! უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდენო ამაზეა ნათქვამი-ხოდა აუვარდა თავში რა გასაკვირია....
inviz9
20:38 25-03-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული