საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ კილიან მბაპეს მომავალზე საკუთარი აზრი დააფიქსირა:
"არ ვიცი, რა ხდება მბაპესთან დაკავშირებით, პრესაში უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება. ვხედავ, რომ ის გუნდთან ერთადაა, თამაშობს, მომენტების შექმნასა და რეალიზებას ცდილობს.
ფეხბურთელი კონტრაქტის მიხედვით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს, არასწორად არ იქცევა და მოედანზე ყველაფერს აკეთებს. ამრიგად, ის ბედნიერია. ყოველთვის ვამბობ, განსაკუთრებულ ფეხბურთელებთან კომუნიკაციისთვის ჩვენ ყოველთვის ცუდს ვეძებთ, რის შემდეგაც წვრილმანებამდე ჩავდივართ. ვიმედოვნებ, ის პსჟ-ში დარჩება და ყველაფერი კარგად იქნება.
ვნახოთ, რა იქნება მომავალში, მაგრამ ის სხვას პატივს არ სცემს?
არა, მე ეს არასდროს მინახავს. ის კარგად თამაშობს და ამავდროულად, კარგი ადამიანიცაა" - განაცხადა ანრიმ.
შეგახსენებთ, კილიანის მომავალს ყველა მადრიდის "რეალს" უკავშირებს. ფრანგის სამსახურით რამდენიმე ინგლისური კლუბიცაა დაინტერესებული.
მომზადებულია sports-ის მიხედვით