"პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფმა კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ისაუბრა.
"ჩვენი პოზიცია ნათელია, არაფერი შეცვლილა, მოთხოვნები ზუსტად ისეთი გვაქვს, როგორიც აქამდე გვქონდა. ამას აღარ გავიმეორებ, არც არაფრის შეცვლის სურვილი არ მაქვს" - განაცხადა ნასერმა.
შეგახსენებთ, ფრანგი ფეხბურთელის გადაბირებით მადრიდის "რეალია" დაინტერესებული. "ბლანკოსის" ხელმძღვანელობამ პარიზელებს თავდაპირველად 160-მილიონევროიანი შეთავაზებით მიმართა, უარის მიღების შემდეგ კი 10 მილიონით გაზარდეს და ახლა მოლაპარაკება 170 მილიონ ევროზე მიმდინარეობს.
მომზადებულია sports-ის მიხედვით