ბოღმა თუ გულდაწყვეტა?! - სილვა პსჟ-ში რამოსის ტრანსფერს გამოეხმაურა

AutoSharing Option
პსჟ-ის ყოფილი კაპიტანი და მცველი, ბრაზილიელი ტიაგო სილვა პარიზულ გრანდში სერხიო რამოსის ტრანსფერს გამოეხმაურა...

"ბევრი, ძალიან ბევრი ვიფიქრე იმის შესახებ, რაც მოხდა. სერხიო რამოსის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ იმ ასაკში, რა დროსაც პსჟ-მ სერხიოს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, მე გასულ წელს ვიყავი. ეს ყველაფერი არ მესმის და მომხდარმა ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, გული ძალიან დამწყდა...

რამოსის შესახებ პსჟ-ის არცერთ ფეხბურთელთან არ მილაპარაკია, მაგრამ ძალიან მეწყინა. ჩემთვის არანაირი შეთავაზება არ გაუკეთებიათ. ეს ისე გამოიყურება, თითქოს კლუბისთვის არაფერი გამეკეთებინა. ბევრ გულშემატკივარს ეგონა, რომ
იმხელა ხელფასის მიღება მსურდა, რასაც ადრე მიხდიდნენ. "ჩელსისთან" პრობლემა არ მქონია. ჩემი ხელფასი... იმის ნახევარზე ნაკლებს ვიღებ, რასაც პსჟ-ში ყოველწლიურად გამოვიმუშავებდი...

გული მწყდება, რომ გამომშიდობებისას მეტი ადამიანობა არ გამოიჩინეს. რაღაცის გაკეთება შეეძლოთ. იქ 8 დღე თუ 8 თვე არ გამიტარებია. ეს შრომისა და წარმატებების 8 წელი იყო,"- თქვა ტიაგო სილვამ ESPN-თან ინტერვიუში...


მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალი ხარ, ტიაგო სილვა! ესე არ გააკეთა ბარსამ, სუარესის შემთხვევაშიც? ამ ხისთავა მწვრთნელებს რას გაუგებ?
======
15:40 28-08-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული