მესის პირველი მატჩი პსჟ-ში. მბაპეს უკანასკნელი? - კილიანმა დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეოთხე ტურში პსჟ-ში თავდამსხმელ ლეო მესის დებიუტი შედგა.

პსჟ-მა სტუმრად "რეიმსი" 2:0 დაამარცხა. დუბლი კილიან მბაპემ შეასრულა. მის ანგარიშზე ჩემპიონატის 4 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. შეგახსენებთ, კილიანის შეძენას "რეალი" ცდილობს და კლუბები სატრანსფერო ფასზე ვაჭრობენ.

მესიმ 66-ე წუთზე ნეიმარი შეცვალა. ის "ბარსელონადან" ახლახან გადავიდა პარიზულ გუნდში და შვებულების შემდეგ რამდენიმე დღის წინ დაიწყო ვარჯიში.

პსჟ 12 ქულით გალიდერდა და 12 სექტემბერს "კლერმონს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ეს ტრაგედიაა როდესაც მესი ფულებით შეკოწიწებულ პსჟ-ში და საფრანგეთის უსახურ ჩემპიონატში ითამაშებს.
ჩემი აზრით
10:03 01-09-2021
1
საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩებს თითქმის არასდროს ვუყურებდი.ახლა მესის გულისთვის მეორე ტაიმი ჩავრთე და თუ სულ ასეთი მსაჯები არიან,მესის არ უხარია.არც მბაპეს სურვილი მიკვირს,რატომ უნდა აქედან გაქცევა და არც ნეიმარის.ესპანეთში მსაჯები მეტწილად უფრთხილდებიან ვარსკვლავებს,მცველებს უფლებას არ აძლევენ დაუნდობლად ურტყან.აქ კი მსაჯმა,მიდით ბიჭებო,ჭკუა ასწავლეთ მაგ ახვრებსო.არც ერთი არ გაახარა და მბაპემ დუბლი რომ გააკეთა,მართლაც ძალიან მაგარი ყოფილა. ფიზიკურადაც.მესის ერთმა ხელი ჰკრა და წინ მიაგდო,იქვე მეორემ ყელში მოსდო ხელი,უკან გადაქაჩა არც წაქცევის საშუალება მისცა და არც წინ გაუშვა.თანაც საჯარიმოს წინა ხაზთან,მისი წერტილი რომ არის,იქ.მსაჯმა მე აქ არა ვარო,ზედაც კი არ შეხედა.რაგბიშიც კი ყვითელი ბარათი იყო,ყელში თამაშისათვის
სოსო
14:20 30-08-2021
0

სიახლეები პოპულარული