მესის პირველი მატჩი პსჟ-ში. მბაპეს უკანასკნელი? - კილიანმა დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეოთხე ტურში პსჟ-ში თავდამსხმელ ლეო მესის დებიუტი შედგა.

პსჟ-მა სტუმრად "რეიმსი" 2:0 დაამარცხა. დუბლი კილიან მბაპემ შეასრულა. მის ანგარიშზე ჩემპიონატის 4 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. შეგახსენებთ, კილიანის შეძენას "რეალი" ცდილობს და კლუბები სატრანსფერო ფასზე ვაჭრობენ.

მესიმ 66-ე წუთზე ნეიმარი შეცვალა. ის "ბარსელონადან" ახლახან გადავიდა პარიზულ გუნდში და შვებულების შემდეგ რამდენიმე დღის წინ დაიწყო ვარჯიში.

პსჟ 12 ქულით გალიდერდა და 12 სექტემბერს "კლერმონს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
როგორ მენანება ლეო სხვა გუნდში. ძალიან ძნელი საყურებელია სხვისი ფორმით, მოთამაშე მესი. კოპას მერე კარგ ფორმაში იყო ლეო, მაგრამ იმ საზიზღარმა მოვლენებმა სათამაშო ფორმა კი არა კიდევ, რომ თამაშობს ფეხბურთს ეგ მიკვირს. არ არის ადვილი, ბავშვობიდან მთელი სული გული ჩადო გუნდში და ამ გუნდმა, ერთ დღესაც კარი მოგიკეტოს. ლაპორტას და კუმანს, რომ ვხედავ ორივეზე გული მერევა!
გია
30 აგვისტო 2021 09:42
2
გია მარტო შენ არ გერევა გული, ამ ორ დეგენერატებზე.
Temo
30 აგვისტო 2021 11:41
0
არა გია, ამ შემთხვევაში არ მოუკეტია არავის კარი. სამწუხაროდ ლეოს წასვლა უნდოდა და ასე "ლამაზად" გააფორმეს ყველაფერი და ლა ლიგის წესებს დააბრალეს სახელფასო მასებზე... შენ გჯერა, რომ რომელიმე ლიგა ან გუნდი დაკარგავს მესის რაღაც 10%-ის გამო? დააკვირდი კარგად და დაინახავ მის ბედნიერებას, რომელსაც სამწუხაროდ ემოციურად ვერ მალავს.
gias
30 აგვისტო 2021 11:44
0
ყველა გამოხმაურება
სირცხვილია მესი საფრანგეთის სუსტ ჩემპიონატში.პსჟ გატენილი ვარსკვლავებით.მაგრამ ეტყობა ჯერ ფული და მერე ყველაფერი.
ეს ჭაობია და არა ფეხბურთი.
30 აგვისტო 2021 11:25
8
საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩებს თითქმის არასდროს ვუყურებდი.ახლა მესის გულისთვის მეორე ტაიმი ჩავრთე და თუ სულ ასეთი მსაჯები არიან,მესის არ უხარია.არც მბაპეს სურვილი მიკვირს,რატომ უნდა აქედან გაქცევა და არც ნეიმარის.ესპანეთში მსაჯები მეტწილად უფრთხილდებიან ვარსკვლავებს,მცველებს უფლებას არ აძლევენ დაუნდობლად ურტყან.აქ კი მსაჯმა,მიდით ბიჭებო,ჭკუა ასწავლეთ მაგ ახვრებსო.არც ერთი არ გაახარა და მბაპემ დუბლი რომ გააკეთა,მართლაც ძალიან მაგარი ყოფილა. ფიზიკურადაც.მესის ერთმა ხელი ჰკრა და წინ მიაგდო,იქვე მეორემ ყელში მოსდო ხელი,უკან გადაქაჩა არც წაქცევის საშუალება მისცა და არც წინ გაუშვა.თანაც საჯარიმოს წინა ხაზთან,მისი წერტილი რომ არის,იქ.მსაჯმა მე აქ არა ვარო,ზედაც კი არ შეხედა.რაგბიშიც კი ყვითელი ბარათი იყო,ყელში თამაშისათვის
სოსო
30 აგვისტო 2021 14:20
0
მართალი ხარ ვისაც საფრანგეთში თამაში ადავილი ჰგონია მეტწილად ფერადკანიან ფიზიკურად ძლიერ სწრაფ და უხეშ მეცველებთან ის ფეხბურთის მოდებაში არაა აგერ მესის კვალობაზეც გამოჩნდა როგორ უხეშობდნენ…მაგრამ მესი იტყვის თავის სიტყვას მბაპესთან და ნეიმართან ერთად იმედი მაქვს…დაცვაც გაძლიერდა და მეკარეებიც კარგი ყავს პოჩეტინომ თუ ვერაფერი გააკეთა ესეიგი ცუდი მენეჯერი ყოფილა…. იმდეი მაქვს მბაპე ნეიმარი მესი დიმარია და კიდევ სხვები ბევრ საფეხბურთო შოუს დადგამენ…
აკაკი
31 აგვისტო 2021 11:00
1
ვეღარ ვუყურებ ბარსელონას თამაშს!
მერაბი
30 აგვისტო 2021 11:45
0
მერაბ სიმართლე გითხრა მეც ასე ვარ. მესის იძულებით წასვლის მერე, ბარსა ჩემთვის უკვე წარსულია. კოტე
მერაბს
30 აგვისტო 2021 13:56
0
ეს ტრაგედიაა როდესაც მესი ფულებით შეკოწიწებულ პსჟ-ში და საფრანგეთის უსახურ ჩემპიონატში ითამაშებს.
ჩემი აზრით
01 სექტემბერი 2021 10:03
1
შენ თუ გგონია ლეოს ძალიან უნდოდა ბარსას დატოვება, მაგრად ცდები. ლაპორტას და კუმანს მოვკითხოთ "ხრიკები". ერთი ვიცი მაგრად დაერხევათ ლაპორტას და ბულდოგასაც.
ჩემი აზრით-ს
01 სექტემბერი 2021 10:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული