პსჟ-მა "ლიონს" ძლივს მოუგო - შეცვლილმა მესიმ პოჩეტინიოს ხელი არ ჩამოართვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურში პსჟ-მა პარიზში 2:1 სძლია "ლიონს".

სტუმრებმა მრისხანე მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება მხოლოდ კომპენსირებულ დროში მოახერხეს.

პსჟ-ს თავდამსხმელი ლეო მესი 76-ე წუთზე შეცვალეს და მან მოედნიდან გასვლისას მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინიოს ხელი არ ჩამორთვა. არგენტინელმა "პარი სენ ჟერმენში" ჩატარებულ 3 მატჩში თავი ვერაფრით გამოიჩინა.

პოჩეტინიომ ნამატჩევს განაცხადა, რომ წინ მნიშვნელოვანი შეხვედრები ელით, შეეშინდა მესის ტრავმა არ მიეღო და ამიტომ შეცვალა.

პარიზელმა გულშემატკივრებმა ისევ უსტვინეს ფორვარდ კილიან მბაპეს, რომელსაც "რეალში" გადასვლა სურს.

პსჟ 18
ქულით ლიდერია და 22 სექტემბერს გასვლაზე "მეცს" დაუპირისპირდება.

პარიზი. "პარკ დე პრენსი"
პსჟ - ლიონი 2:1
გოლები: 0:1 პაკეტა (54), 1:1 ნეიმარი (66, პენ), 2:1 იკარდი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ამ პოჩეტინოს რაღაცეები ეშლება უკვე. თუ მთლიანად არ ათამაშა მესი, როდისღა უნდა მიეჩვიოს თანაგუნდელებს და როდისღა უნდა გაიაროს ადაპტაცია?! ჯერ ისედაც მესისთვის, ძალიან ძნელია გადართვა, ახალ გარემოში.თუ მწვრთნელმა არ შეუწყო ხელი და პირიქით შეუშალა ხელი, მაშინ ნუღარ მოსთხოვენ, ლეოს შედეგებს.
პოჩეტინოს გუშინდელი გადაწყვეტილება, არ იყო მართებული!
20:40 20-09-2021
1
აყროლდა მესი? აბა რა ეგონა ბარსელონაში ფეხბურთ ათამაშებდნენ,ტიტულებიც ქონდა,მართალია ზოგი ნაყიდი ზოგი კი ცოლის დამსახურებით მაგრამ მაინც ქონდა..რიგითი ფეხბურთელია პსჟ-სი,რონალდოს როგორ ინდა შეადარონ ეს ჰაუტის მომწოდებელი…
barsa
13:46 20-09-2021
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული