მესის მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" შემტევი ლიონელ მესი ტრავმის მოშუშებას განაგრძობს.

არგენტინელმა ხუთშაბათს გამართული ვარჯიში გამოტოვა. დიდი ალბათობით, შაბათს "მონპელიეს" წინააღმდეგ დაგეგმილ მატჩშიც მონაწილეობას არ მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 34 წლის ფეხბურთელი "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრაში ითამაშებს. შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მატჩი 28 სექტემბერს გაიმართება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით