RMC Sport-ის ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენში" ლიონელ მესის მისვლის შემდეგ ბრაზილიელი ნეიმარისა და ფრანგი კილიან მბაპეს ურთიერთობა საგრძნობლად გაუარესდა.
გამოცემის მიხედვით, მბაპე ნეიმარის მოქმედებებით "მონპელიესთან" (2:0) მოგებულ მატჩში უკაყოფილო დარჩა. ფრანგი 88-ე წუთზე შეცვალეს, სათადარიგოთა სკამზე დამჯდარმა კი ნეიმარისკენ ხელი გაიშვირა და იდრისა გეიეს უთხრა:
"პასს არ მაძლევს!" - ეს მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა იულიან დრაკსლერს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
შეგახსენებთ, 2022 წლის ზაფხულში მბაპესა და პსჟ-ს შორის არსებულ ხელშეკრულებას ვადა გასდის. დიდი ალბათობით, ფრანგი პარიზელებთან კონტრაქს აღარ გააგრძელებს და მადრიდის
"რეალში" გადავა. ინგლისში კი ამტკიცებენ, რომ "რეალს" სერიოზული კონკურენცია ელის - "მანჩესტერ სიტის" მფლობელები კილიანს უდიდეს ხელფასს შესთავაზებენ.