"პასს არ მაძლევს" - პსჟ-ში დაძაბულობა იმატებს?!

AutoSharing Option
RMC Sport-ის ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენში" ლიონელ მესის მისვლის შემდეგ ბრაზილიელი ნეიმარისა და ფრანგი კილიან მბაპეს ურთიერთობა საგრძნობლად გაუარესდა.

გამოცემის მიხედვით, მბაპე ნეიმარის მოქმედებებით "მონპელიესთან" (2:0) მოგებულ მატჩში უკაყოფილო დარჩა. ფრანგი 88-ე წუთზე შეცვალეს, სათადარიგოთა სკამზე დამჯდარმა კი ნეიმარისკენ ხელი გაიშვირა და იდრისა გეიეს უთხრა:

"პასს არ მაძლევს!" - ეს მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა იულიან დრაკსლერს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

შეგახსენებთ, 2022 წლის ზაფხულში მბაპესა და პსჟ-ს შორის არსებულ ხელშეკრულებას ვადა გასდის. დიდი ალბათობით, ფრანგი პარიზელებთან კონტრაქს აღარ გააგრძელებს და მადრიდის
"რეალში" გადავა. ინგლისში კი ამტკიცებენ, რომ "რეალს" სერიოზული კონკურენცია ელის - "მანჩესტერ სიტის" მფლობელები კილიანს უდიდეს ხელფასს შესთავაზებენ.


მკითხველის კომენტარები / 6 /
უბრალოდ თავის თავზე შეყვარებული ნარცისკაა. მესი, რომ მივიდა ამ პსჟ-ეში (ოხ ლაპორტა შენი ყველაფერი, მესის გაშვებისთვის) მაშინვე ეტყობოდა ამ მაიმუნს როჟაზე, რომ ვერ იყო ხასიათზე.
გია
10:18 27-09-2021
8
ესეც რო ტირის, აბა ქვილითაიამ რა უნდა თქვას. პას წინ ნუ მაძლევთ დავიღალე ვეღარ დავრბივარ და ფეხებში გამარტყით ბურთიო?
კ ო მ ბ ლ ე
23:03 26-09-2021
7
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული