"პარი სენ ჟერმენის" ფრანგმა ფორვარდმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ ზაფხულში კლუბის დატოვების სურვილი ჰქონდა.
"პსჟ-ს გაშვება ვთხოვე, რადგან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვაპირებდი და მსურდა, კლუბს ჩემი შემცვლელის საყიდლად ფული მიეღო.
პსჟ-მა ბევრი რამ მომცა, აქ გატარებული 4 წლის განმავლობაში ყველაფრით კმაყოფილი ვიყავი და ახლაც ვარ.
ინფორმაცია გუნდს საკმაოდ ადრე მივაწოდე, რათა მანევრისთვის დრო ჰქონოდათ. მინდოდა, გარიგებისგან ყველა კმაყოფილი დარჩენილიყო. მაშინვე დავამატე, რომ თუ არ გამიშვებდნენ, უპრობლემოდ დავრჩებოდი.
პირადად მე არ მომწონდა გამოთქმები, თითქოს აგვისტოს ბოლოს მოვინდომე წასვლა. რეალურად, პსჟ-ს წასვლის
სურვილის შესახებ ივლისში შევატყობინე", - განაცხადა მბაპემ.
შეგახსენებთ, მიმდინარე ზაფხულში პსჟ-მა მადრიდის "რეალის" ორი შეთავაზება უარყო.
მომზადებულია RMC Sport-ის მიხედვით