მბაპემ მესის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოავლინა

AutoSharing Option
პსჟ-ისა და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა კილიან მბაპემ ვრცელი ინტერვიუ მისცა l'équipe-ს და სხვადასხვა თემაზე საუბრისას ლიონელ მესისაც შეეხო.

"მესის მოსვლის წინ ძალიან ვნერვიულობდი. გუნდში მხოლოდ მისი ტრანსფერის შესახებ ვსაუბრობდით, თუმცა ისე მოხდა, რომ ლეოსთან ერთად კლუბში რამდენიმე დიადი ფეხბურთელი მოვიდა.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ასეთ მოთამაშეების გვერდით ბურთის გორება მინდოდა, ახლა კი ეს სურვილი ამიხდა. ჩვენი ამოცანაა გავერთიანდეთ, ძლიერ გუნდად ვიქცეთ და ტიტულები მოვიგოთ.

როცა ამდენი სუპერფეხბურთელი ერთადაა შეკრებილი, კომპრომისი უნდა ეძებო. შეუძლებელია ერთადერთი ვარსკვლავი გახდე, ჩვენ ყველა ერთად ვართ. როცა
გვერდით მესი გყავს, მას უნდა მისცე ნება, ცოტა ნაკლები იმუშაოს, რათა ძალები შეინახოს და გადამწყვეტ მომენტში გამოიყენოს.

ეს პრობლემა არაა, არსებობს ბუნებრივი იერარქია. მე ბედნიერი ვარ იქ სირბილით, სადაც მესი დადის. ვიცი, გამიგებთ, რადგან ეს მესია! მასთან ერთად ყოფნის თითოეული მომენტით სიამოვნებას ვიღებ. ეს ნამდვილი პრივილეგიაა", - განაცხადა მბაპემ.