"მე მასზე ცუდი ამბები გავიგე..." - კასანო პოჩეტინოზე საუბრობს

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც მაურისიო პოჩეტინოს გაწვრთნილმა "პარი სენ ჟერმენმა" ჩემპიონთა ლიგა და ლიგა 1 ვერ მოიგო, ყველა მათგან დიდებულ დაბრუნებასა და ტურნირის-ტურნირზე გამარჯვებას ელოდა, თუმცა ექსფორვარდს, ანტონიო კასანოს, ამის არ სჯერა. მისი თქმით, არგენტინელ სპეციალისტს პსჟ-ის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიდი დრო არ დარჩენია.

ყოფილი ფეხბურთელის თქმით, მისი წყაროების თანახმად, პოჩეტინო გუნდში ტაქტიკაზე არ მუშაობს, რის გამოც სუპერვარსკვლავები ერთმანეთს ვერ ეწყობიან.

კასანომ ასევე მისი შემცვლელის საკუთარი ვარიანტიც შემოგვთავაზა - ზინედინ ზიდანი.

"პოჩეტინოს პარიზული ზღაპარი მალე დასრულდება" - განუცხადა ანტონიომ BoboTV-ს.

"მე
მასზე ცუდი ამბები გავიგე. ის კარგი ადამიანია, თუმცა, როგორც მწვრთნელი, ტაქტიკის შესწავლასა და შექმნას ერთ წუთსაც არ უცდის, გუნდი კი ამას ითხოვს. მას ჩემპიონი გუნდი არასდროს გაუწვრთნია, ახლა კი ლოგიკურია, რომ დიდებული ფეხბურთელების გაწვრთნა უჭირს.

აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, თუ არგენტინელი ასე განაგრძობს, მისი დრო მალე ამოიწურება".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz

სიახლეები პოპულარული